მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI-ს გამოკითხვა - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს...

NDI-ს გამოკითხვა – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს…

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% – ევროპულ საქართველოს, 5% – ლეიბორისტულ პარტიას, 4% – პატრიოტთა ალიანსს, 3-3% – ახალ საქართველოს და ერთიან საქართველოს, ხოლო 2% – გირჩს. გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემს ხმას, ასევე 14% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 12%-მა არ იცის.

NDI-მ გამოკითხვა ახალი მეთოდით ჩაატარა – რესპონდენტს მისცა პლანშეტი, სადაც გამოკითხულმა თავად მონიშნა პასუხი. ჩამონათვალი იმ პარტიებისგან შედგებოდა, ვინც წინა კვლევაში 1%-მა მაინც დაასახელა.

რაც შეეხება ძველ მეთოდს, როცა კითხვაზე უნდა ეპასუხათ, 22% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემს, 13% – ენმ-ს, 4% – ევროპულ საქართველოს, 1% – ლეიბორისტულ პარტიას, 17% – არც ერთი პარტია, 24% – “არ ვიცი”, ხოლო 8% – უარი პასუხზე.

ასევე, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 65% მიიღებდა. აქედან 49%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, ხოლო 48%-ს – არა. 

NDI-ის გამოკითხვის მიხედვითვე (ახალი მეთოდით), გამოკითხულთა 20%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% – ენმ-ს, 7% – ევროპულ საქართველოს, 6% – ლეიბორისტულ პარტიას, 5% – პატრიოტთა ალიანსს, 4% – ახალ საქართველოს, 3% – ერთიან საქართველოს, 2% – გირჩს. 14% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 6%-მა არ იცის, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

რაც შეეხება ძველ მეთოდს, თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას 21% ასახელებს, ენმ-ს – 14%, ევროპულ საქართველოს – 6%, ლეიბორისტულ პარტიას – 2%, არც ერთ პარტიას – 37%.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.თემები:

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...