მთავარისიახლეებისამართალისანამ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ბრძოლას არ შევწყვეტ

სანამ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ბრძოლას არ შევწყვეტ

Published on

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სანამ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ის ბრძოლას არ შეწყვეტს. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა 1 ოქტომბერს დაიწყო, ხელისუფლებას გაამტყუნებს. 

“პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნას ეს ხელისუფლებისთვის მეხის დაცემა იქნება. ეს მე ვიცი, იმიტომ რომ სტრასბურგი სახელმწიფოს გაამტყუნებს, მაგრამ ჩემი ბრძოლა და ჩემი მიზანი ის არის, რომ კომისია შეიქმნას და დაიკითხოს ყველა ის ადამიანი ვისზეც მე ეჭვი მაქვს. გამოძიება სალოსის ქუჩიდან უნდა დაიწყოს და ჩემს ოჯახამდე მივიდეს. ეს ხალხმა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყნის გარეთაც კი. მე ამიტომ ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას”- ამბობს მაჩალიკაშვილი ტვ.პირველის ეთერში. 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობის მსგავსად, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მოითხოვონ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ხელისუფლებაში “თუ ვინმეს დარჩენია ღირსება, გამოვიდეს ქართული ოცნებიდანაც, გვერდში დაუდგენენ და ამაში მონაწილეობა მიიღონ”.

“იმ პროტესტს ორმაგად, სამმაგად გაძლიერებულს მიიღებენ. სანამ არ შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია ჩემი ბრძოლა გაგრძელდება. გაგრძელდება ბანერით, გაგრძელდება კარვებით, გაგრძელდება ყველა ჩემი ძალისხმევით”- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

დღესვე მაჩალიკაშვილმა ორგანიზაცია EMC-ისთან ერთად პრესკონფერეცნია ჩაატარა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე ისაუბრა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია და ამას სპეცრაზმელების ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებებიც ადასტურებს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელყუმბარა მისი შვილის მკვლელობის ადგილას შეცდომის დასაფარად მიიტანეს.

EMC-ის მასალის გაცნობის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც საქმეზე “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ” ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.

EMC ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას და მთავარი შეუსაბამობები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება.

სიახლეები

არქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გაათავისუფლეს

საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გაავრცელა. კომისია პატრიარქს მიმართავს, რომ...

დოროთე ყურაშვილი – მღვდლობიდან განმაყენებენ თუ არა, ორივე გადაწყვეტილება გამარჯვება იქნება

დავრჩები ისე, როგორც ვარ, თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი...

სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში...

ნინო დათაშვილი ციხეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალტა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტს...