მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის ტრიუკზე, რომლის შედეგად საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩა მეზობელ სახელმწიფოებს ყველა...

მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის ტრიუკზე, რომლის შედეგად საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩა მეზობელ სახელმწიფოებს ყველა კრიტერიუმით

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იმაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა, ვიდრე ეს სომხეთშია

,,საქართველო ნიკოლა პაშინიანმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს. – წერს მიხეილ სააკაშვილი – ასეთ რამე არ მომხდარა, რა თქმა უნდა, არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ,
არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებლების
შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა.

მოდით ვისაუბროთ ციფრებზე შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს,
ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.
ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე
სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს
არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე.

დღეს როცა ჰკითხავენ ვინმე უცხოელს საქართველოზე, რა საქართველო! ეს არის ქვეყანა რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და სადაც ზამთრის
კურორტებზე არ არის წყალი!
მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე ჩვენი მეზობელი.
ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს! ვისაც უნდა ტალახში და სიღარიბეში ცხოვრება გადაყვეს თან საფლავში ივანიშვილს,
მაგრამ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება და აუცილებლად მოხდება.- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...