მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედმა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ 47%-ით გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა კვიცინიამ ხმათა 46% დააგროვა. 

ამგვარად, საოუპაციო რეჟიმის სასამართლომ დააკმაყოფილა ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც შედეგებს გაუქმებას ითხოვდა. ე.წ. სასამართლოს დადგენილებით, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების საჭიროებას ქმნის.  სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება მანამ, სანამ საქართველოს ამ რეგიონში თვითგამოცხადებული ცესკო ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს რაულ ხაჯინბა. ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვებიის განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია.

ვითარება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. გუშინ, 10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. ხაჯინბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. დღეს ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...