მთავარისიახლეებისაზოგადოებაC ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა

C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა

Published on

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.  თავად სააგენტოში აღნიშნულს ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან. “პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი...

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს - ინფორმაციას გამოცემა New York Times...

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის...

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...