საიას ზუგდიდის ოფისში გაიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის გამოყენების და სამსახურებიდან სხვადასხვა მიზეზით დათხოვნის შესახებ კვლევის პრეზენტაცია.კვლევის ავტორმა ნინო ცუხიშვილმა ისაუბრა 2015 წელს თვითმმართველ ორგანოებში ამ მექანიზმის ქმედითობის მაჩვენებლებზე.კვლევის ავტორის თქმით, დისციპლინური მექანიზმის გამოყენება იშვიათად ხდება. სულ 64 დისციპლინური წარმოება დაფიქსირდა მთელი წლის მანძილზე ყველა თვითმმართველ ქალაქში. ზუგდიდის მერიაში მხოლოდ ორი, რაც ცუხიშვილის განმარტებით, საკამოდ მცირე რიცხვია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობასთან შედარებით. იურისტის თქმით, ამ ორივე შემთხვევაში საჯარო მოხელეებს არ ქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ წერილობით საკუთარი პოზიცია, არც ზეპირი მოსმენა ჩატარებულა, რაც ფორმალური წესების საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევაა.ზუგდიდში 13 გათავისუფლებიდან სულ 5 განცხადება დაფიქსირდა პირადი გადაწყვეტილებით დაწერილი, რაც საიას იურისტის თქმით, სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
სიახლეები
სიახლეები
საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...
სიახლეები
“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა
ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...
სიახლეები
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...
სიახლეები
საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...