მთავარისიახლეებიპოლიტიკასაია გაასაჯაროებს ინფორმაციას მინისტრის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული კომპანიაზე,რომელსაც სახელმწიფოსთვის მილიონი...

საია გაასაჯაროებს ინფორმაციას მინისტრის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული კომპანიაზე,რომელსაც სახელმწიფოსთვის მილიონი ლარი მართებს

Published on

  მინისტრის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსთვის დაახლოებით მილიონი ლარი მართებს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობის შემადგენლობის ერთ-ერთ  წევრზე ინფორმაციას გაასაჯაროებს.არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მინისტრის სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება, თუმცა სახელმწიფოს ვალი მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას აქვს.ახალგაზრდა იურისტების განცხადებით, დადგინდა, რომ კომპანია კვლავ მინისტრის საცხოვრებელი სახლის მისამართზეა რეგისტრირებული, რაც მათი თქმით, აჩენს ეჭვს, რომ მინისტრს ამ კომპანიასთან დღემდე აქვს კავშირი.იურისტების შეფასებით, შესაბამისი სტრუქტურები მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ.
   „სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს მის მიერ საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებას. იმისათვის, რომ ვიცოდეთ ასრულებენ თუ არა ინვესტორები მათ მიერ აღებულ ვალდებულებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად ეს კონკრეტული კომპანია დაკავშირებულია ერთ-ერთ მინისტრთან, რეგისტრირებულია მინისტრის საცხოვრებელ სახლში. არის რეალური საფუძველი იმისა ვივარაუდოთ, რომ მინისტრსა და ამ კომპანიას შორის კავშირი არ არის გაწყვეტილი,“ – აცხადებს სულხან სალაძე.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...