მთავარისიახლეებიპოლიტიკაუახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

უახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

Published on

  უახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, როგორც სინოპტიკოსი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, ქალაქში ნალექი დღის განმავლობაში თოვლ-ჭყაპის სახით შენარჩუნდება. ხვალ კი დროგამოშვებით იწვიმებს. ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვს, ბათუმში კი წვიმს. „ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა ფიქსირდება. ბათუმში დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი. მომდევლო სამი დღის განმავლობაში სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 2, ღამით – 4 გრადუსი იქნება,“ – აცხადებს გიორგი ბაჯელიძე. როგორც სინოპტიკოსი განმარტავს, ბათუმში არამდგრადი ამინდი 12 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...