მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო 20 წლის განმავლობაში სათხილამურო სეზონი წელს ყველაზე ადრე გაიხსნება

ბოლო 20 წლის განმავლობაში სათხილამურო სეზონი წელს ყველაზე ადრე გაიხსნება

Published on

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, ბაკურიანში, სვანეთსა და კურორტ გოდერძზე ბოლო 20 წლის განმავლობაში სათხილამურო სეზონი ყველაზე ადრე გაიხსნება. კერძოდ, ოფონოფრიშვილის ინფორმაციით, კურორტი გუდარი, ბაკურიანი (დიდველი) გოდერძი და სვანეთი (ჰაწვალი)10 დეკემბერს გაიხსნება. რაც შეეხება კურორტ თეთნულდს, სათხილამურო სეზონი 24 დეკემბერს გაიხსნება, კოხტა-მიტარბზე კი, 25 დეკემბერს. 
    ”მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოთხივე კურორტზე შესაძლებელია ერთი აბონემენტით სრიალი, ასევე ინოვაციური პროექტია ისიც, რომ შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მოხდეს აბონემენტზე თანხის ჩარიცხვა, რაც რიგში დგომის პრობლემას მოხსნის. 2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველად ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო – 3 საბაგირო თეთნულდზე, 3 საბაგაირო მიტარბში (ბაკურიანი) და 3 ახალი საბაგირო შეემატა კურორტ გუდაურს. ბაკურიანი-მიტარბის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება. კურორტი 30-წლიანი პუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ვიზიტორებს. მიტარბი პირველი კურორტი იქნება საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვის მიხედვით განვითარდება”, – განაცხადა ონოფრიშვილმა. მისივე თქმით, ფრანგულმა კომპანია GEODE-მ შეიმუშავა კოხტა-მიტარბის მასტერპლანი. 
     ”საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დაიგეგმება კურორტის განვითარება და მასზე ქაოტური განაშენიანება არ მოხდება. გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო და 2 ბიგელია. საბაგირო ზამთრის სათხილამურო სეზონზე გაიხსნება. ახალი საბაგიროს დამონტაჟებით განიტვირთება რიგები, არსებულ სათხილამურო ტრასებს კი ახალი ტრასები დაემატება. გუდაურის განვითარების პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთო-კურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ჩამოყალიბებისთვის თანმიმდევრული განვითარება უკვე დაწყებულია”, – განაცხადა ონოფროშვილმა. 
 

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...