მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით კოდუა: "ინციდენტი ინსპირირებული იყო თავად კახა მიქაიასგან"

დავით კოდუა: “ინციდენტი ინსპირირებული იყო თავად კახა მიქაიასგან”

Published on

გუშინ, 17 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის კოორდინატორი დავით კოდუა განცახდებას ავრცელებს. ODISHINEWS აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ მომხდარი მოვლენების გამო მინდა ყველა დაინტერესებულ პირს გამოვეხმაურო და მივაწოდო რეალური ინფორმაცია თუ რა გახდა გუშინ კახა მიქაიასა და ოთარ კოდუას შორის დაპირისპირების მიზეზი, ასევე იმ პროვიკაციულ ქმედებებზე, რომელსაც ეწევა მიქაია, როგორც ჩემი ასევე ჩემი ოჯახის მიმართ. გარკვეული სუბიექტები ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების  მიმართ ცრუ ბრალდებებს უტიფრად ისვრიან და ცდილობენ პიროვნული დაპირისპირება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. “დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია მამაჩემთან ოთარ კოდუასთან მიმართებაში რამდენჯერმე ტყუის და ამახინჯებს ფაქტებს. სიტყვიერი დაპირისპირება, რაც ოთარ კოდუას და კახა მიქიას შორის მოხდა ინსპირირებული იყო თავად მიქაიასგან. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჩემი და რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ემა გოგოხიას ფოტო დაიდო (მიზნობრივად დადებული ფოტო) კახა მიქაიამ და მისმა მეგობრებმა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით პიროვნული, შეურაცხმყოფელი განცხადებები დაწერეს, რის შემდეგაც ჩემგან დამოუკიდებლად მამაჩემმა დაურეკა კახა მიქაიას და მრავალჯერ გაუსვა ხაზი: „არ ვერევი ჩემი შვილის საქმიანობაში და სამსახურეობრივი საქმეები თქვენ თვითონ დაალაგეთო“ და ამასთანავე მკაცრად მოსთხოვა ოჯახის შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინა (კახა მიქაია და ოთარ კოდუა წლებია ერთმანეთს იცნობენ, ბევრჯერ სიკვდილისგანაც უხსნია), თუმცა ამ მოწოდების მიუხედავად მიქაიამ ტელეფონშიც იგივე გაიმეორა და პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა მამაჩემს (როგორც ლაჩრებს სჩვევიათ დედაზე აგინა და გაუთიშა). სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მიქაიამ ოთარ კოდუას გუშინაც, რაც  დაპირიპირების მიზეზი გახდა. ადამიანი, რომელსაც „უმწიკლოდ“ და „ტანჯულად“ მოაქვს თავი, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ყველას გასაგონად შეურაცხყოფდა ჩვენს ოჯახს, შეურაცხყოფის შემდეგ კი მიქაიამ მიმართა ჩვეულ წესს და  გაქცევით უშველა თავს, ფაქტს ჰყავს ათობით მოწმე. ეს გახდა დაპირისპირების რეალური მიზეზი და არა ის რაც კახა მიქაიას სურს, რომ იყოს (პოლიტიკური). პოლიტიკური ვერ იქნებოდა რადგან უმთავრესი – მამაჩემს პოლიტიკა არ აინტერესებს, თუმცა აინტერესებს ოჯახის ღირსება და მის შეურაცხყოფას, როგორც ის ასევემე არავის ვპატიობთ. კახა მიქაია ტყუის რამდენიმე ფაქტთნ დაკავშირებით.ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ოთარ კოდუას მის წინააღმდეგ გუბერნატორი ამხედრებს – არადა მამაჩემი საერთოდ არ იცნობს გუბერნატორს, მითუმეტეს ვინც ოთარ კოდუას იცნობს კარგად იცის, რომ მას ვერავინ ვერავის წინააღმდეგ აამხედრებს, მით უმეტს გუბერნატორი შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება. კახა მიქაია ტყუის მაშინაც, როდესაც ამბობს, რომ მამაჩემი თურმე მას ცულით „კლავდა“, არადა, როგორც გაირკვა პოლიციას მიქაია ჩვენებას არ აძლევს, რასაც მედიასთან „ფართო გაქანებით“ იმპროვიზირებს. როდის არის მართალი მიქაია? როცა მედიასთან „ტანჯულის“ იმიჯს ირგებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, თუ მაშინ, როდესაც პოლიციას უყვება, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო და არა ცული, ნაჯახი, ნამგალი და ურო?! მშიშარა და მხოლოდ ოჯახის წევრების მხარდაჭერის ამარად დარჩენილი კახა მიქაიას გაბრაზების, გაწიწმატების და ბოღმის ნთხევის მიზეზი მთელმა ქალაქმა იცის, თუმცა აქ ჩვენი ოჯახის ან ვინმე სხვისი დადანაშაულება არაეთიკურია. მას მხარდამჭერები არ აღმოუჩნდნენ საკრებულოს წევრებში და ამიტომაც არ აირჩიეს არც საკრებულოს თავმჯდომარედ, არც მის მოადგილედ და არც ფრაქციის ხელმძღვანელად.  მისი ხელმოცარულობა, როგორც პოლიტიკურ საქმიანობაში, ასევე პიროვნულ ურთიერთობებში არის ალბათ სწორედ ის, რომ მისი აგრესია ვლინდება ყველასა და ყველაფერში, რასაც და ვისაც ეხება ის. ეს იქნება ჩემი ბოლო განცხადება, რომელიც შეეხება მიქაიას და არც არანაირი სურვილი მაქვს და მექნება მომავალში მის ნაბოდვარზე კომენტარები ვაკეთო, დანარჩენი კი მკითხველისთვის მიმინდვია“. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის კოორდინატორმა დავით კოდუამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა

 

 

სიახლეები

“ტრამპი გაატარებს ამერიკის ინტერესს… ჩვენს გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს” -მოლოდინშერბილებულ განცხადებას კალაძეც აკეთებს

მამუკა მდინარაძის შემდეგ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინშერბილებულ განცხადებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძეც...

ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში და ქვეყნის დასატოვებლად ემზადება -...

კიშინიოვში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

მაია სანდუმ ფიცი დადო და მეორე ვადით მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ინაუგურაციის ცერემონია...

“ოცნების” საკრებულომ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 2 მილიარდ 455 მლნ ლარი იქნება. 2025 წელს...