მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ნაკლებობაზე საუბრობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ნაკლებობაზე საუბრობს

Published on

  ამერიკა – საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ მე-19 კონფერენციაზე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწე ბრიჯით ბრინქმა.მისი თქმით პოლიტიკური ძალების გავლენისგან თავისუფალ სასამართლოს და პროკურატურას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, რადგან უცხოელი ინვესტორებისთვის რისკის შემცველია ისეთი სასამართლო, რომელიც არ არის დამოუკიდებელი.

  "პოლიტიკური კუთხით აქ არის ასევე ერთი საკითხი რაშიც ვფიქრობ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქართველებს რომ ფოკუსირება მოახდინონ, ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა. 6 ქვეყნიდან რომელზეც ვმუშაობ, სამი – აქტიურად ცდილობს ევროპაში ინტეგრაციას. ეს არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ის რაც ყველაზე ყურადსაღებია, არის სასამართლო სექტორი, დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებობა, სასამართლო რომელზეც პოლიტიკური ძალები ახდენენ გავლენას, გენერალური პროკურორის ოფისი რომელზეც შეიძლება ასევე პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ გავლენა, ადვოკატები რომლებიც ყოველთვის ძლიერები არ არიან."ბიზნესისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ინვესტორებისთვის, როცა ისინი შედიან ქვეყანაში, ყოველთვის არ არის იმის შეგრძნება, რომ მათ მოებყრობიან სამართლიანად და მათი კონტრაქტები შესრულდება,“-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწემ ბრიჯით ბრინქმა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...