ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინდონეზიის ხელისუფლება იტყობინება და ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა,გაიზარდოს. რადგან ნანგრევებში ჯერაც ათობით ადამიანი იმყოფება.ვრცელდება ინფრომაცია 70-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში, აჩეხის პროვინციაში მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.როგორც ცნობილია, ინდონეზია მსოფლიო ლიდერია მიწისძვრების რაოდენობით.2004 წელს ინდონეზიაში, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.2005 წელს კი მიწისძვრას 900 ადამიანი ემსხვერპლა.