მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ დაკარგავს მართვის მოწმობას?– 1 იანვრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ამოქმედდება

ვინ დაკარგავს მართვის მოწმობას?– 1 იანვრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ამოქმედდება

Published on

2017 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დღეს სამინისტროში გამართულ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. 
შალვა ხუციშვილის თქმით,  "2017 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს ქულები დააკლდებათ იმ ცხრილის მიხედვით, რომელშიც  წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა – საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის)  "
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით ვერ ისაუბრებს.
"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს –ი, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", – განაცხადა ხუციშვილმა. 
მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით. 
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...