მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი „ახალი ძალების მოძრაობა” მოიგებს ვადამდელ...

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი „ახალი ძალების მოძრაობა” მოიგებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში

Published on

 ,,თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ'' – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ახალი ოპოზიციური ძალების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა Deutsche Welle-ს რუსულენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს. მას უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე დ ყოფნა სურს. 
 
„ჩემთვის თანამდებობა არ არის თვითმიზანი. ჩემი მიზანია ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად შევძლებ დავეხმარო უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებას “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ როგორც კი მის პოლიტიკურ ძალას რადაში „ძლიერი უმრავლესობა“ ექნება, ის ნებისმიერ კანონს მიიღებს.
 
„ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და შევძლებთ იმპიჩმენტის გამოცხადებას“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
 
 სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში  მის მიერ შექმნილი „ახალი ძალების მოძრაობა” მოიგებს 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...