მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მონა, მონა!“ - გორში საშობაო ღონისძიებაზე მისულ პრეზიდენტს შეძახილებით...

„მონა, მონა!“ – გორში საშობაო ღონისძიებაზე მისულ პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ

Published on

გორში საკრებულოს შენობასთან, სადაც საშობაო ღონისძიება იმართება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ.

„მონა, მონა“- სკანდირებდნენ გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.

პრეზიდენტის მისვლამდე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ მცირე ინციდენტს, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. კერძოდ, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს შენობასთან მისვლა სცადეს, მათ პოლიციელებმა ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით ამის საშუალება არ მისცეს.

გორში საკრებულოს შენობასთან, სადაც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ოპოზიცია აქციას მართავდა, ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს შენობასთან მისვლა სცადეს. პოლიციამ ისინი ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით შეაჩერა.

ოპოზიციის წევრები ითხოვენ პოლიციამ მათ დაუსახელოს კანონი, რის საფუძველზე უკრძალავს გადაადგილებას და „რა საფრთხეს გრძნობს მათგან“.

„მოიქეცით კანონის საფუძველზე, კონსტიტუციაზე მაღალი კანონი არ არსებობს,“- მიმართა მათ დეპუტატმა.

ამ დროისთვის მოედანზე საზეიმო ღონისძიება უკვე დაიწყო და სცენა გამომსვლელებმა დაიკავეს, სცენასთან იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც. აქციის მონაწილეებთან კი პოლიციაა მობილიზებული.

სიახლეები

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა...

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიღებას 53-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა,...