მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

Published on

დღეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. ორდღიანი შეხვედრებისას საუბარი ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაზე, ასევე რუსეთსა და უკრაინაზე იქნება.
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც   ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიასთან დაკავშირებულ  შეხვედრებში  მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრებიც კოლეგა მინისტრებთან , აგრეთვე  ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილესთან როუზ გოტემოლერთან.  შეხვედრისას აქცენტი  გაკეთდება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაზე და  ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე თბილისში, რომელიც  მომავალი წლის დასაწყისში  უნდა შედგეს. 
„ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე,  ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ  ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და განსაკუთრებით ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების მიმდინარეობა,“ – განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე მაისურაძემ.  
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...