მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იქნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იქნება

Published on

  დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ქალაქ ევრიში სიტყვით გამოსვლისას. 
„დღეს ვიმყოფები ევრიში, ჩემს ქალაქში, ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვების და ჩემი გულის ქალაქში. ეს ის ქალაქია, სადაც ყოველთვის პირდაპირ, გულწრფელად საუბრობენ. ეს ქალაქია, რომელიც ცხოვრების სკოლას წარმოადგენს. დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მე მინდა ყველაფერი მივცე საფრანგეთს, საფრანგეთს, რომელმაც ამდენი მომცა“, – განაცხადა გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
  მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსებას. „სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე მე არ შემიძლია ერთდროულად პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსება. პრეზიდენტთან შეთანხმებით, ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას“, – დასძინა მანუელ ვალსმა. 1-ელ დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატელევიზიო მიმართვაში უარი განაცხადა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მემარცხენეების პრაიმერიზი იანვარში გაიმართება, რომელიც მემარცხენეების საპრეზიდენტო კანდიდატს გამოავლენს. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...