მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო'': სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის არცერთ ფაქტზე არ მოხდარა რეაგირება

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”: სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის არცერთ ფაქტზე არ მოხდარა რეაგირება

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო'' საპარლამენტო არჩევნების დროს რეაგირების გარეშე დარჩენილ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს  ამ არჩევნებში  მთავარი პრობლემური საკითხი იყო.
 
დღეს ორგანიზაცია   წარადგენს  საბოლოო ანგარიშს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. მასში მოყვანილია ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, რომელზეც საჩივარი დაიწერა, თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობის მტკიცებით, არცერთ მათგანზე რეაგირება არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდი 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს მოიცავს.
 
„ჩანაწერების გამოყენება, რომლის გამოქვეყნებაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა და მასში ასახული იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მათ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 10-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები საუბრობდნენ მათზე ზეწოლა იყო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომ არ წასულიყვნენ შეხვედრაზე, არჩევნებზე, მხარდაჭერა არ გამოეთქვათ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისთვის. სამწუხაროა, რომ არცერთი შემთხვევა რეალურად არ იქნა გამოძიებული,“ – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

სიახლეები

გივი თარგამაძემ საპატიმრო დღეს დილით დატოვა

ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები - საფრთხეების გამო არ...

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...