მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კონსტრუქცია, რომელზეც მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის თბილისიდანაა ჩამოტანილი, სიმართლეს არ შეესაბამება"-...

“კონსტრუქცია, რომელზეც მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის თბილისიდანაა ჩამოტანილი, სიმართლეს არ შეესაბამება”- მერია ზუგდიდში განთავსებულ გასაბერ კონსტრუქციაზე

Published on

ზუგდიდის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაინსტალირებული ზვიგენების გამოსახულების მქონე ე.წ. ბატუტი ზუგდიდში, დადიანების პარკის მიმდებარედაა განთავსებული. ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ სიჭინავამ გამოაქვეყნა.

“წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალ წელს განსაკუთრებულად დახვდა, სადღესასწაულო დღეები ძალიან დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით. ბავშვებისთვის საინტერესო და გასართობი რომ ყოფილიყო სხვადასხვა ლოკაცია, განთავსდა გასაბერი კონსტრუქცია, სახტუნაო ბატუტი და კარუსელები. სხვადსხვა დღესასწაულებზე და ღონისძიებებზე ყოველთვის გათვალისწინებულია საბავშვო სივრცეების მოწყობა, შესაბამისად ხაზგასმით შეგვიძლია გითხრათ, რომ კონსტრუქცია, რომელზეც მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის თბილისიდანაა ჩამოტანილი, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული გასაბერი საბავშვო ბატუტი და სასრიალო კონსტრუქცია ნაძვის ხესთან 25 დეკემბრიდანაა განთავსებული და 7 იანვრის ჩათვლით პატარებს სასიამოვნო გასართობ განწყობას შეუქმნის. “- აცხადებენ მერიაში. უწყების ინფორმაციით, გასაბერი კონსტრუქცია, რომელზეც მარიამ სიჭინავა წერს, ზუგდიდში არაერთ ღონისძიებაზე იყო გამოტანილი, მათ შორის, 26 მაისს, საბავშვო სივრცეში და ღვინის ფესტივალზეც.

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...