მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი ერაყს მკაცრი სანქციებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ერაყს მკაცრი სანქციებით ემუქრება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერაყს სანქციებით ემუქრება. შეგახსენებთ, ქვეყნის პარლამენტმა ერაყიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

„თუ ისინი ჩვენ გვთხოვენ, რომ დავტოვოთ ერაყი, ამას ჩვენ ძალიან მეგობრულად არ გავაკეთებთ. ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც იქამდე არასდროს უნახავს“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ერაყისთვის დაწესებულ სანქციებთან შედარებით, ირანის სანქციები „უფერულად მოეჩვენებათ“.

მისივე თქმით, ერაყმა აშშ-ს უნდა გადაუხადოს, თუ სურს, რომ ამერიკულმა ჯარებმა ქვეყანა დატოვონ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან განსაკუთრებული ავიაბაზები იქ. მათი აშენება მილიარდობით დოლარი დაჯდა ჯერ კიდევ სანამ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ჩვენ არსად წავალთ თუ ამ თანხებს უკან არ გადაგვიხდიან“,-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ერაყის პარლამენტმა ერაყის მთავრობისგან მოითხოვა ზომების მიღება, რომ აიკრძალოს ნებისმიერი მიზეზით უცხოური ძალების წარმომადგენლებისთვის ერაყის მიწაზე, საჰაერო სივრცესა და წყალზე გადაადგილება.

ამ ეტაპზე, შეერთებულ შტატებს ერაყში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი ჰყავს, ძირითადად, მრჩევლების სახით.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...