წუხელ ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ღამის 2 საათისთვის გაავრცელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
ამ ინფორმაციის თანახმად, რთული ვითარება შეიქმნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ130-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ,,რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერჯერობით თავისუფალია”- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.