მთავარისიახლეებიპოლიტიკამომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა

Published on

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.

„მისი პორტფელი მოიცავს კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. მოგეხსენებათ, რომ დავით გომართელს გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება იგი წამყვან პოზიციას იკავებდა უწყებაში 2005 წელს, ქალბატონი   სალომე ზურაბიშვილის  საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკაა, როდესაც კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის განმტკიცების მიმართულებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ დავითს ამ მხრივ ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოცდილება, მისი იტალიური კულტურისა და იტალიური ენის ცოდნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ის შეირჩა ამ კანდიდატურაზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...