მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ხვალ, 6 იანვარს გაიმართება

პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ხვალ, 6 იანვარს გაიმართება

Published on

6 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს საშობაოდ პირველად გამოსცემს.

შესაბამისადმ ხვალ გაეცემა პასუხი კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, მოხვდება, თუ არა დეკანოზი შეწყალებულთა სიაში.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...