მთავარისიახლეებიპოლიტიკამასპინძელსა მხიარულსა მარნის კარი უჭრიალებს, მაგრამ არა ხალხისთვის - "ქართული ოცნების"...

მასპინძელსა მხიარულსა მარნის კარი უჭრიალებს, მაგრამ არა ხალხისთვის – “ქართული ოცნების” კორპორატიული საღამო რესტორან “მარიანი ჰოლში”

Published on

მცხეთაში, რესტორან “მარიანი ჰოლში” “ქართული ოცნების” წევრები შეიკრიბნენ

დღეა აქ მმართველ გუნდს კორპორატიული საღამო ჰქონდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მინისტრებთან ერთად ესწრებოდა. რესტორანში იმყოფებოდნენ ის დეპუტატებიც, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის ,, არ დაეთანხმნენ” და მისი მოწოდების მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდეს.

კორპორატიული წვეულება, რომელიც მცირე ხნის წინ დასრულდა, მთელი ამ ხნის მანძილზე სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.


მოძრაობის “გაბედე” წევრებმა, რესტორანთან თეფშით 1.18 თეთრი მიიტანეს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს თეფშის სახლში წაღება შესთავაზეს.

რესტორან “მარანი ჰოლიდან” გამოსვლისას, “ქართული ოცნების” პიარის ხელმძღვანელმა ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში ყველაფერი ნორმალურადაა..

“საქართველოში ყველაფერი ნორმალურადაა, ყველაფერი მშვიდობით არის, ისე, როგორც სჭირდება თქვენს სამშობლოს, თქვენს სიმშვიდეს და თქვენს ბედნიერებას” – განაცხადა მან.

“მარანი ჰოლიდან” გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი შეხვედრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე ისაუბრეს და მათ მიულოცეს ახალი წელი.


“თქვენზე ვისაუბრეთ და მოგილოცეთ ახალი წელის” – უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.

“ახალი წელია. გილოცავთ ახალ წელს. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო სიკეთე, ბედნიერება, ყოველივე კარგის მომტანი წელი გვქონოდეს. ეს არის და ეს. ახალი წელია, მეტი არაფერი”- თქვა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან.

მან არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, იყო თუა რა საუბარი პოლიტიკურ კრიზისზე ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. 

“რა ინსტრუქციები მიიღეთ ივანიშვილისგან? მხოლოდ ახალი წელი მოგილოცათ?”, – ჰკითხეს კახიანს ჟურნალისტებმა. 

“ახალი წელი, დიახ”, – უპასუხა მან. 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...