მთავარისიახლეებისაზოგადოება„ციანიდის საქმე საერო ხელისუფლებასა თუ საეკლესიო ხელისუფლებაში ერთობლივი ბოროტმოქმედებით დაიგეგმა'' -...

„ციანიდის საქმე საერო ხელისუფლებასა თუ საეკლესიო ხელისუფლებაში ერთობლივი ბოროტმოქმედებით დაიგეგმა” – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი საპარლამენტო კომისიის შექმნას მითხოვს

Published on

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეუფე პეტრემ განუცხადა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ხელისუფლებამ და საეკლესიო ხელისუფლებამ ერთობლივი ძალებით როგორ დაგეგმა „ციანიდის საქმე“.

„ვინაიდან 2018 წლის სხდომაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი ინსტანციის გავლის შემდეგ შექმნიდა შიდა კომისიას, რომელიც შეისწავლიდა ამ საქმეს, ნათელს მოჰფენდა ბევრ პასუხგაუცემელ შეკითხვას და საპატრიარქო თავს იკავებს, ემალება ამ განჩინების აღსრულებას, მიმაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმდენად ბევრი დარღვევა მოხდა, იმდენად ბურუსითაა მოცული და ანტიქრისტიანულ და ბოროტ სცენარს ჰქონდა ადგილი „ციანიდის საქმის“ დაგეგმვის დროს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ერში თუ ბერში, ხელისუფლებასა თუ საეკლესიო ხელისუფლებაში როგორი ერთობლივი ბოროტმოქმედებით დაიგეგმა „ციანიდის საქმე“. აუცილებლად უნდა ჩამოვხსნათ ფარდა და ნათელი მოვფინოთ „ციანიდის საქმეს“ პირველი დღიდან-დღემდე მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს. მეუფე პეტრეს თქმით, ეს განცხადება უპასუხისმგებლოა.

„ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და დაბრუნება პილატეს მიერ ქრისტეს სასამართლოზე ხელის დაბანისა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში. საპატრიარქოს კეთილი ნების შემთხვევაში, ვინაიდან წმინდა სინოდის გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია, რომ ეშუამდგომლა, იყო მამაოს მძიმე ავადმყოფობა, საპატრიარქოს შეეძლო, ალტერნატიული შუამდგომლობა გაეწია იმ სამინისტროსთვის, რომელსაც კანონი ავალდებულებს და აძლევს უფლებას, რომ გადავადების სახით, სამკურნალოდ გამოეშვან პატიმარი. საპატრიარქო ვინაიდან ამას არ აკეთებს, უკვე არ არის გულწრფელი“, – აღნიშნა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პატიმრობაში მყოფი დეკანოზის მონახულებას, მეუფე პეტრე ასე პასუხობს: „მე დღემდე თავი შევიკავე მონახულებისგან, რომ რაღაც არ გამხდარიყო მისი შეწყალების მიმართ შემაფერხებელი გარემოება, ამიტომ არ მომითხოვია და შემდგომში ვნახოთ“.

სიახლეები

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...