მთავარისიახლეებისპორტიმსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში აფხაზეთი უმასპინძლებს?

მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში აფხაზეთი უმასპინძლებს?

Published on

სააგენტო ,,აბხაზია ინფორმის’’ 18 აგვისტოს ცნობით, აფხაზეთის ჩემპიონატიც ჩატარდება და უფრო მეტიც, აფხაზეთი  უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს  ConIFA– 2016, რომელიც ტარდება  იმ ქვეყნებს შორის, რომელნიც არ შედიან ფიფა – ში. ეს ცნობილი გახდა რაულ ხაჯიმბასთან დე– ფაქტო აფხაზეთის  ფეხბურთის ფედერაციისა და ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ხელმძღვანელობების  შეხვედრის შემდეგ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ჩემპიონატი შეჩერებულია ფინანსური პრობლემების გამო.

რაულ ხაჯიმბამ აღუთქვა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ჩემპიონატის დაფინანსება სრული მოცულობით მოხდება  და რომ ამასთან სახელმწიფო გამოყოფს სახსრებს ConIFA– ს მსოფლიო ჩემპიონატის  ჩატარებისთვის

,,აბხაზია ინფორმი’’ ამ ცნობას ავრცელებს  აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს–მდივნის მადინა ბგანბას მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუმცა პასუხგაუცემელია კითხვა, არის თუ არა საქმის კურსში ConIFA–ს ხელმძღვანელობა  და რა აძლევს საფუძველს ხაჯიმბას ასე კატეგორიული განცადებისთვის მაშინ, როცა შარშანდელ ჩემპიონატში აფხაზეთს, როგორც თვითაღიარებულ რესპუბლიკას და დე – იურე საქართველოს ნაწილს ოფიციალუირი თბილისის აქტიური პროტესტის გამო ამ ჩემპიონატში მონაწილეობაზე  უარი ეთქვა. 

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...