მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე:"„ლარი საშინელ მდგომარეობაშია, მთავრობა კი დამშვიდდა"

რომან გოცირიძე:”„ლარი საშინელ მდგომარეობაშია, მთავრობა კი დამშვიდდა”

Published on

  ლარის კურსის გაუფასურების ფონზე ეროვნული ვალუტის ინფლაციის შესაძლებლობას გამორიცხავს უმრავლესობა. მათი შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მისი სტაბილურობისთვის და აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ინიციატივებიც, სწორედ ამას ემსახურება.„პოლიტიკური განცხადებების კეთება კიდევ უფრო უმატებს მდგომარეობას, ართულებს. არ აქვს არანაირი საფუძველი ჯერჯერობით ფასების ზრდას, ინფლაცია არ არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვმართებს გრძელვადიან სტაბილიზაციაზე გათვლილი საფინანსო პოლიტიკა და სწორედ ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მუშაობა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით კი, მთავრობის გეგმა ვერ გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ის მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.
   „ლარი საშინელ მდგომარეობაშია, ოღონდ მთავრობა დამშვიდდა, გაუხარდათ, რომ ერთი დღით იყო 2.70 და ახლა 2.56. დოლარშიც მეტი სესხი იქნება გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ სესხები იყოს გაცემული ლარში. ეს არის ერთჯერადი დახმარება და შემდეგ ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება. ვინაიდან, თუ ლარი არ იქნა მყარი, ფასები არ იქნა სტაბილური, ყველაფერი დაუბრუნდება იმას, რაც ჩვენ დავინახეთ,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.ლარის ოფიციალური კურსი გადამცვლელ ჯიხურებში  დღეისათვის 2.56 ლარია. გასულ კვირას კი ლარმა ანტირეკორდი დაამყარა. ერთი დოლარის ღირებულებამ 2.70 ლარს მიაღწია.
 

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...