მთავარისიახლეებისამართალიმეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Published on

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა სასამართლოში თქვა, რომ მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ძალადობა სისტემატურად ხორციელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.დაკავებული ბაკურ სორდია გამოძიების დასრულებამდე გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვს.

“ჩემს ცოლს ბოლო თვეების განმავლობაში ძმასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. დანარჩენს დაადგენს გამოძიება და ექსპერტიზა. ბავშვები არიან მძიმე მდგომარეობაში. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდე მიმიყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს. მეც რომ ჩავჯდე, იქნებიან სტრესში. მინდა მათთან ვიყო მანამ, სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს ყველაფერს.

სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საშუალება დასკვნების დადებამდე ვიყო ბავშვებთან. თანახმა ვარ ყველაფერზე, მხოლოდ მათთან მქონდეს კონტაქტი. გირაოს გადახდა ვერ ხერხდება, მაგრამ იყოს მინიმალური გირაო. ძმამ თუ იცოდა ეს და დამალა, ესეც დანაშაულია,” – თქვა სორდიამ.

ბრალდების მხარემ კი სორდიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა და ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბაკურ სორდიას მეუღლემ ეკა მიქავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 28 დეკემბერს დაასრულა.

მან თავი მეზობლის სახლში მოიკლა. ოჯახი მომხდარში სიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხედარს სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნება. პოლიციამ ბაკურ სორდია მომხდარიდან მეორე დღეს აიყვანა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...