მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთიდან მიიღო დავალება ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი, მაგრამ...

,, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთიდან მიიღო დავალება ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი, მაგრამ ის მაინც აშენდება” – მამუკა ხაზარაძე

Published on

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა დღეს ეწურება. ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა გაწყვეტს თუ არა ხელშეკრულებას კონსორციუმთან.

რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა  ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პროექტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მიუხედავად  ბიძინა ივანიშვილის  დიდი მცდელობისა. ის, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები, სრული სიცრუეა.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რომ დავიცვათ ამ პროექტში ჩადებული უცხოური ინვესტიციები.

მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ანაკლიის პროექტი, ქალაქი ანაკლია აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, არ დაიჯეროთ ზღაპრები, რასაც ისინი გვიყვებიან. არსებობს ინვესტორიც, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა, არსებობს ბანკებიდან მოზიდული თანხები და ანაკლიას ავაშენებთ აუცილებლად,”- განაცხადა ხაზარაძემ.

მან 2019 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ წელს მმართველმა გუნდმა სახელმწიფოს თითქმის ყველა ინსტიტუცია მიიტაცა.

„2019 წელი ძალიან მძიმე წელი იყო იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. დავინახეთ, როგორ მიიტაცეს ჩვენი სახელმწიფო, როგორ მიიტაცეს თითქმის ყველა ინსტიტუცია. ეს დამთავრდება 2020 წელს მშვიდობიანად, ხალხის გამარჯვებით, დამთავრდება საღი აზრის გამარჯვებით. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ამას დაასრულებს და ქვეყანაში დაიწყება აღმშენებლობის, ახალგაზრდული ენერგიის და ქვეყნის ლიდერის პოზიციის დაბრუნების წლები“, – განაცხადა ხაზარაძემ.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

"პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...