ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა.ფრაქციის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გაუქმების პარალელურად, შეიქმნა ახალი ფრაქცია სახელწოდებით „ზუგდიდი“.ფრაქციის წევრების ნიკოლოზ ზარქუას,გიორგი თოდუას და თენგიზ ქოჩუას „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შემდეგ ფრაქცია დაიშალა და დააფუძნეს ახალი ფრაქცია,ახალი სახელწოდებით.თენგიზ ქოჩუას თქმით, ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას, მხოლოდ ამჯერად უპარტიოდ. შეგახსენებთ,რომ 8 ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკელების“ზუგდიდის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.