მთავარისიახლეებიმსოფლიოვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

Published on

     რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, ძალაში მისი ხელმოწერის დღიდან, 2016 წლის 30 ნოემბრიდან შევიდა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი მოსკოვი შეიარაღების კონტროლის მკაცრად ერთგული რჩება და იგივეს მოითხოვს პარტნიორებისგან. კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს ბირთვული არსენალის ეტაპობრივი შემცირების საკითხის შემდგომი განხილვა და მტკიცედ უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ წამყვან სახელმწიფოებს შორის ომის საფრთხე, მათ შორის ბირთვულის, მაღალი არაა, თუმცა იზრდება რისკი მათი რეგიონალურ კონფლიქტებში ჩართულობისა.
    დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მოსკოვი ნეგატიურად უყურებს NATO-ს გაფართოებას, ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას და სამხედრო საქმიანობის მოცულობის გაზრდას. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ამერიკის მიერ ანტისარაკეტო გლობალური თავდაცვის სისტემის შექმნას, რუსეთი როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და უფლებას იტოვებს, რომ ადეკვატურ ზომებს მიმართოს. ამასთანავე კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ამერიკასთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებით, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ამავდროულად ნათქვამია, რომ მოსკოვი არ შეურიგდება ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის განხორციელებას და იტოვებს უფლებას , რომ არამეგობრულ ქმედებებს მკაცრი პასუხი გასცეს.დოკუმენტში ცალკეა განმარტებული, რომ მოსკოვი საზღვარგარეთ თავისი მედიის პოზიციების გასაძლიერებლად და ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.ასევე კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი გააფართოებს თავის მისიას ანტარქტიკაზე , შეეცდება დაძაბულობის განმუხტვას კორეის ნახევარკუნძულზე, კვლავაც განავითარებს ჩინეთთან თანამშრომლობას და იაპონიასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...