მთავარისიახლეებიპოლიტიკანავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით „ოპეკის“ ქვეყნების შეთანხმების შემდეგ ნავთობმა გაძვირება დაიწყო

ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით „ოპეკის“ ქვეყნების შეთანხმების შემდეგ ნავთობმა გაძვირება დაიწყო

Published on

   ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით „ოპეკის“ ქვეყნების შეთანხმების შემდეგ ნავთობმა გაძვირება დაიწყო. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, „ოპეკის“, 15 წევრი ქვეყნის მინისტრები ნავთობის წარმოების დღეში 1,2 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ.
   30 ნოემბერს მიღწეული შეთანხმებით მიზნად ისახავენ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას. საუდის არაბეთის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის განცხადებით, ნავთობის ექსპორტიორი რამდენიმე ქვეყანა, რომელიც არ არის „ოპეკის წევრი“, მათ შორის რუსეთიც დათანხმდა ნავთობის წარმოების შეკვეცას. ყატარის ნავთობმრეწველობის მინისტრის, მოჰამედ სალეჰ აბდულა ალ-სადას ინფორმაციით, რუსეთი მზად არის დღეში 300 ათასი ბარელით ნაკლები ნავთობი აწარმოოს. „ოპეკის“ შეთანხმების შესახებ ცნობის გავრცელებას მყისვე მოჰყვა ნავთობის გაძვირება: ნედლი ნავთობის ფასი 15-ოდე წუთში გაიზარდა 8-9%-ით. „ოპეკმა“ 2008 წლის შემდეგ პირველად მიაღწია შეთანხმებას ნავთობის წარმოების შემცირებაზე

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...