მთავარისიახლეებისაზოგადოებამყიდველების სინაკლებით უკმაყოფილო გამყიდველები და გაზრდილი ფასების გამო განაწყენებული მოსახლეობა

მყიდველების სინაკლებით უკმაყოფილო გამყიდველები და გაზრდილი ფასების გამო განაწყენებული მოსახლეობა [Video]

Published on

მოახლოებულ ახალ წელთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში იყოფებოდა და შეეცადა გაერკვია იმ ძირითადი პროდუქტების ფასები, რომლის ყიდვაც საახალწლო სუფრისთვის მოსახლეობას უწევს. სურათი გასული წლის მსგავსად თითქმის უცვლელი დაგვხვდა, მყიდველების სინაკლებით უკმაყოფილო გამყიდველები და გაზრდილი ფასების გამო განაწყენებული მოსახლეობა. მოსახლეობის თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იმ პროდუქტების ფასებმაც მოიმატა, რომლებისგანაც საახალწლო სუფრის მთავარი კერძები უნდა მომზადდეს. იმ ფონზე როცა ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია, რა დაუჯდება მოქალაქეებს ტრადიციული საახალწლო სუფრა, გავარკვიეთ, რომ საშუალოდ ფასები 400-დან 600 ლარამდე მერყეობს. და ამ ყველაფრის ფონზე როგორი იქნება მოქალაქეების საახალწლო სუფრა და რამდენად მოხვდება სუფრაზე ყველა ის კერძი, რომელიც საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელია, ეს უკვე მოქალაქეების ჯიბის სისქეზეა დამოკიდებული. ჩვენი გადამღები ჯგუფი გილოცავთ ახალ 2020 წელს და ბედნიერ, წარმატებულ და ბარაქიან წელს გისურვებთ.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...