მთავარისიახლეებისაზოგადოებასა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი არ აქვს - რა გვიჩვენა ...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი არ აქვს – რა გვიჩვენა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კვლე­ვამ

Published on

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი არ აქვს. ეს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 000-მდე ოჯა­ხი გა­მო­კი­თხა.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის 56%-ს სამი სა­ბავ­შვო წიგ­ნი მა­ინც აქვს, ბავ­შვე­ბის 44%-ს კი ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა მათ­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა მო­ნა­ცე­მე­ბის სხვა­დას­ხვა ჭრილ­ში გან­ხილ­ვაც. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ბავ­შვე­ბის 26%-ს აქვს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ხოლო ყვე­ლა­ზე მდი­დარ სეგ­მენ­ტში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 75%-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მდი­დარ მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც კი, კვლე­ვამ სრუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ აჩ­ვე­ნა, რაც, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნეს ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვთა წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს შო­რი­საც. თუ დე­და­ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შვე­ბის 68%-ს მი­უწ­ვდე­ბა ხელი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, სოფ­ლის ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 38%-ია.

თუ მო­ნა­ცე­მებს ეთ­ნი­კურ ჭრილ­ში შევ­ხე­დავთ, სა­ხე­ზეა ბავ­შვთა უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით: ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის 70%-ს მი­უწ­ვდე­ბა ხელი წიგ­ნებ­ზე, ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი ბავ­შვე­ბის – 35%-ს, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 11%-ია.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...