მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პარტიის თავმჯდომარის პოსტი იქნება ვაკანტური, ჩვენ მას არ ავირჩევთ. "- ანა წითლიძე...

“პარტიის თავმჯდომარის პოსტი იქნება ვაკანტური, ჩვენ მას არ ავირჩევთ. “- ანა წითლიძე (Video)

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას პარტიის წევრი ანა წითლიძე ეხმაურება.  “ გუშინდელი პოლიტსაბჭოს  გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, რადგან პარტიის წევრების და უმრავლესობის პოზიცია , თუ ვინ არის პარტიის უპირობო ლიდერი, ყველასთვის ყოველთვის იყო მკაფიო და ცხადი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის პროექტის  გამარჯვება პოლიტსაბჭოზე იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება ამისი. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი იქნება ვაკანტური, ჩვენ მას არ ავირჩევთ. პარტიაში მორჩება კულვარული გადაწყვეტილებები, პარტიის მომავალ ბედს გადაწყვეტს არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მრავალათასიანი ყრილობა.“- აცხადებს წითლიძე. საკრებულოს დეპუტატი  ასევე ეხება სამეგრელოს კოორდინატორის თენგიზ გუნავას პოზიციას, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე სააკაშვილის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანა წითლიძე ამბობს, რომ მისთვის გუნავას პოზიცია მიუღებელია.“სამეგრელოს კოორდინატორის თენგიზ გუნავას პოზიცია, რომელმაც სააკაშვილის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ჩემთვის პირადად მიუღებელია, ეს არ არის ნამდვილად ზუგდიდის და სამეგრელოს პოზიცია. სამეგრელოს პოზიცია არის მიხეილ სააკაშვილის ცალსახად მხარდაჭერა. ის, რომ გუნავა დღეს თავისუფალია, არის მიხეილ სააკაშვილის პირადი ხელმოწერით. სწორედ ამის გამო მას არ უნდა მიეცა ხმა სააკაშვილის წინაღმდეგ, მითუმეტეს, მან წუხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ იყო პარტიიდან მისი დისტანცირების მცდელობა.“- განაცხადა „ოდიშინიუსთან“ წითლიძემ.  მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. „ყველაზე მთავარია ის, რომ პარტია მოემზადოს ყრილობისთვის, უნდა აირჩეს ახალი პოლიტიკური საბჭო, რეგიონული ორგანიცაზიებიდან დელეგატები და უნდა მოხდეს რაიონული პარტიის თავმჯდომარეების არჩევა და ახალ კადრებს უნდა მიეცეთ პარტიაში რეალიზების საშუალება“- განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...