მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: “როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება...

ეკა ბესელია: “როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული”

Published on

“როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული” -ასე ეხმაურება ეკა ბესელია სოფიო კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმისშესახებ,რომივანიშვილისგანშერისხულ დეპუტატს შესაძლოა ბრალი კორიუფციაში წაუყენონ.

მსგავსი განცახადებების ავტორები ბევრად უფრო საშინლად გამოიყურებიან ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ახლა, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები და (გია აბაშიძე- ექსპერტი) კილაძეები,-ამბობს ბესელია

მისი თქმით, მის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები ადრეც გაჟღერდა და ახლა ეს დავალება სოფიო კილაძემ მიიღო. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, რომელზეც   სოფიო კილაძე საუბრობს,ეკა ბესელია ამბობს, რომ კილაძეს ამ სხდომაზე არც ერთი ფაქტი არ დაუსახელებია და გაუგებრად საუბრობდა.

“დიდ სირცხვილად მიმაჩნია, რომ ეს დავალება მისცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომეტის თავმჯდომარეს. ამ კომიტეტმა უდიდესი საქმე გააკეთა პირველი ოთხი წელი და კილაძეს დახვდა ყველა დონორის და საერთაშორისო პარტნიორის მიერ აღიარებული საუკეთესო კომიტეტი და მან თავის თავმჯდომარეობა იცით რითი დაიწყო? ამ განსაკუთრებულმა მეოცნებე პოლიციელმა, რომელიც მენტალურად ვერ გათავისუფლდა პოლიციური გავლენისგან, პირველი დაიწყო ოცნების პირველი თანამებრძოლების, რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით კომიტეტის აპარატიდან.

4 ადამიანს დაუძახა და უთხრა, რომ დაეწერათ განცხადებები და გაყარა იქიდან. ერთი სასამართლო დავა, მისი და ფოლადიშვილის, სადაც მას ედავებიან დისკრიმინაციაში, დღესაც არ დასრულებულა.

აი, ამით დაიწყო კილაძემ და თუ რაიმეს გამო მქონდა პროტესტი მის მიმართ, მქონდა ამის გამო. ხელისუფლებაში არიან კორუფციაში ჩაფლულები და ამაზე მე თვითონ ვსაუბრობდი იმ სხდომაზე. ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს.ბიძინა ივანიშვილმა კი ის გააჩერა იმ სხდომაზე იმიტომ, რომ სისულელეებს ლაპარაკობდა, და ვერავინ გაიგო, რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ“,-აცხადებს ბესელია.

, მე კილაძესაც და სხვებსაც მინდა მოვუწოდო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფორმალურად მაინც დაკავდეს და და დასვას კითხვები ერთ- ერთი საქმზეე, რომლის გამოძიების თემაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის- ეს არის ჩემს წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის ფაქტი

დაანებონ ჩემს წინააღმდეგ შეტევებს. ერთი წელი რომ შესრულდება, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული პირველწყარო პირდაპირ დავადანაშაულებ მმართველ პარტიას და კონკრეტულ პირებს ყველაზე ამორალურ მორალურ შეტევაში, რაც განახორციელეს. ამიტომ ამ საქმეებს მიხედონ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ , უკანონო ტენდერებს მიხედონ და თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაშია ჩაფლული ყველა, ამას მიხედონ და ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ  

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...