მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა გოგიას პენიტენციალურმა სამსახურმა უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება გაუუქმა

ლაშა გოგიას პენიტენციალურმა სამსახურმა უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება გაუუქმა

Published on

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის პატიმრობაში მყოფ ზუგდიდის ყოფილ მერს პენიტენციალურმა სამსახურმა უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება გაუუქმა. “ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული”,- აცხადებენ უწყებაში. პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია რესტორანში იმყოფებოდა. ფოტო სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მისმა მეუღლემ ნანა თოდუამ გამოაქვეყნა. პენიტენციალურ სამსახურში აცხადებდნენ, რომ პატიმრობა მისჯილ ზუგდიდის ყოფილ მერს და ყოფილ ვიცე მერს, ლაშა გოგიას და გია გულორდავას უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლება ჰქონდათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ისინი შარშან, პირველ ნოემბერს დააკავეს.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...