მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს-ში მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა

შსს-ში მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა

Published on

   შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა. 
 ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში შევიდა, რომლითაც შს მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება. 
ასევე დებულებიდან ამოღებულია 21 მუხლი, რომლითაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი შს მინისტრის მოადგილე აღარ იქნება

  

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...