მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან დღეს, მოსკოვში...

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან დღეს, მოსკოვში შეხვედრას გამართავს

Published on

   რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან დღეს, მოსკოვში შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებს განიხილავენ „2016 წლის 1 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვა, მათ შორის 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკის შორის მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. 
   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების საკითხს.პუტინსა და ხაჯიმბას შორის ბოლო შეხვედრა 2016 წლის თებერვალს მოსკოვში შედგა.

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...