მთავარისიახლეებიპოლიტიკარა წამოცდა ფინანსთა მინისტრს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან და რატომ დატოვა შეხვედრა ათ წუთში...

რა წამოცდა ფინანსთა მინისტრს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან და რატომ დატოვა შეხვედრა ათ წუთში ინგა გრიგოლიამ?

Published on

„ტვ პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ შეხვედრა ფინანსთა მინისტრსა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შორის პროტესტის ნიშნად 10 წუთში დატოვა.

როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა მინისტრს მათ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და დემაგოგიის მოსმენას არ აპირებს.

„შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედიამენეჯერებს შორის, ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი 2“-ს, რატომ დაედო ვალები „იმედს“.


“კაცს საერთოდ არ არინტერესებდა ჩევნ რატომ ვიყავით აქ მოსულები. ჩვენ თავზე კი არ გვესაუბრებოდა, გველეპარაკებოდა წლების განმავლობაში რატომ დაედო “რუსთავი 2”-ს დავალეიენბა, როგორ დაედო “იმედს”.

მაჭავარიანს წამოცდა კი არა, თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახსენა სტრასბურგი… “- აცხადებს ჟურნალისტი.
იგი ამბობს, რომ მან მინისტრს ჰკითხა დაისაჯნენ თუ არა ტელეკომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ბიუჯეტი დააზარალეს, რაზეც მაჭავარიანმა აგდებული პასუხი გასცა.
“აგდებულად მითრხა, ვისი პასუხისმგებლობაც გინდათ იმის დააყენეთო. შემდეგი კითხვა რომ დავუსვი, საერთოდ არ მისმენდა, თავის თემებში იყო.”- თქვა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე რჩებიან „ტვ პირველის“ ფინანსური დირექტორი და „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.შემდეგ კი, ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

ინგ

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...