2017 წლის ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. თითქმის 11 მილიარდნახევრიანი ბიუჯეტი, 4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. იზრდება რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება: ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის უწყებები ჯამში დამატებით 700 მილიონამდე ლარს მიიღებენ.მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასევე საუბარია სახელმწიფო უწყებებში დაგეგმილ შემცირებებზეც. საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება. ბიუჯეტის პროექტი მიუღებელია ოპოზიციისთვის. ისინი მხარს არ უჭერენ ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტს.მომავალი წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს ოპოზიცია. „ბიუჯეტი გაიბერა მოსახლეობის ჯიბეში ხელის ჩაყოფით,“-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.