მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსკოვი-თბილისის ავტობუსს ავარია შეემთხვა. ყველა მგზავრი საქართველოდანაა. დაღუპულია ორი ადამიანი

მოსკოვი-თბილისის ავტობუსს ავარია შეემთხვა. ყველა მგზავრი საქართველოდანაა. დაღუპულია ორი ადამიანი

Published on

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს.

„დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 16 ადამიანს მედიკოსები სინჯავენ“ – განუცხადეს სააგენტოს.

მათივე ცნობით, მძღოლი და 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე , სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა. ავტობუსი ლიპყინულზე მოსრიალდა და ხევში გადაიჩეხა. ყველა მგზავრი ამოყვანილია, მათ მედიკოსები სინჯავენ. ამოსვენებულია დაღუპულთა ცხედრებიც.ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ქართველების სიმრავლეა, მატ ამ ამბის გავრცელებისთანავე მიაშურეს იქაურობას თანამემამულეთა საშველად.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...