მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: სულ ყველაფერს ვყიდულობ, ვყიდულობ და ვყიდი მე

ბიძინა ივანიშვილი: სულ ყველაფერს ვყიდულობ, ვყიდულობ და ვყიდი მე

Published on

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანაინვესტირების ფონდი მის მფლობელებაში არსებული რამდენიმე პროექტის გაყიდვას გეგმავს. გასაყიდი აქტივების სიაში მოხვდა გალერია თბილისი და სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში. 

როგორც ტაბულას ფონდის პრესსამსახურში განუცხადეს, გალერია თბილისის ფასი 130 მილიონი დოლარია, ხოლო სასტუმრო პარაგრაფის – 60 მილიონი. ფონდში ამბობენ, რომ ორივე პროექტის გარშემო დაინტერესება მაღალია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ასევე მათთან – ვისაც საქართველოში ჯერ არ უმუშავიათ. 

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ცოტნე ებრალიძის ცნობით, 2020 წელს სხვადასხვა პროექტიდან გასვლა ფონდის ერთერთი პრიორიტეტი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ებრალიძემ განაცხადა, რომ ფონდის კუთვნილი სასტუმრო კომპლექსი თავისუფლების მოედანზე 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო პორტფელი 700 მილიონ დოლარს აღემატება.თემები:

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...