მთავარისიახლეებიმსოფლიოაზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

Published on

   აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონპროექტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორმა ზაკირ გარალოვმა შეიტანა. აღნიშნული კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1000 მანათამდე ოდენობის ჯარიმა, შრომა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლამდე ვადით ან 2-წლიანი პატიმრობა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ღირსების შელახვა ყალბი სახელის, პროფილების და ექაუნთების გამოყენებით დაისჯება 1000-დან 1500-მდე მანათის ოდენობის ჯარიმით ან 3-წლიანი პატიმრობით.
 
 
 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...