მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,სალომე ზურაბიშვილი სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს- ალბათ საბჭოთა KGB-ემ ჯერ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,სალომე ზურაბიშვილი სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს- ალბათ საბჭოთა KGB-ემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატად მუშაობის დროს “დაავერბოვკა”. მე კიდევ ზედმეტად მივენდე საფრანგეთის დიპლომატიის საკადრო პოლიტიკას. რას ვიფიქრებდი… ”

Published on

ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს-ალბათ საბჭოთა KGB-ემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატად მუშაობის დროს “დაავერბოვკა” და მე კიდევ ზედმეტად მივენდე საფრანგეთის დიპლომატიის საკადრო პოლიტიკას. რას ვიფიქრებდი…
აზერბაიჯანთან ხომ უკვე შექმნა პრობლემა და ახლა სომხეთთან ამწვავებს ” – სე ეხმაურება რეზიდენტი სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ კონფლიქტური რეგიონების გარდა, საზღვარი პრობლემურია აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აზერბაიჯანთან საზღვრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა შემდეგი: ,,ჯერ ერთი, ყველაფერი, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით, არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე, პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან NATO-ში შესვლა, ხან ევროკავშირში. ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ, სახელმწიფოს გვქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ”

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...