მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ჩვენ პრობლემატური საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, არამედ ასევე...

,, ჩვენ პრობლემატური საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, არამედ ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან”- სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება

Published on

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება – სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “კონფლიქტური რეგიონების გარდა, საზღვარი პრობლემურია აზერბაიჯანთან და სომხეთთან”.

სწორედ ამ სკანდალურმა განცხადებამ შესაძლოა ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალში გახვიოს.

პირველ არხთან საუბრისას ზურაბიშვილმა ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია საზღვრების დადგენა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. სწორედ მაშინ ახსენა ქვეყნის პირველმა პირმა აზერბაიჯანი და სომხეთი.

“ჯერ ერთი, ყველაფერი, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით, არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე, პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან NATO-ში შესვლა, ხან ევროკავშირში. ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ, სახელმწიფოს გვქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან”- თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...