მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “ - სვეტიცხოველში პატრიარქის...

,,მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “ – სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა

Published on

ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

პატრიარქმა ქართველ ერს მადლობა გადაუხადა და ბრძანა, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა.

„დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “,- ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, 25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...