მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ხელისუფლების მიერ დევნილი პოლიტიკოსებისა და და მათი ჯალათების...

ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დევნილი პოლიტიკოსებისა და და მათი ჯალათების სიებზე მუშაობს

Published on

ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციური პარტიები საგანგებო შეკრება გაიმართა. განხილვის მთავარი თემა იყო ინტერპარტიული კომისიის ჩამოყალიბება და იმ მოსამართლეებისა და სამართალმდამცველების შავი სიის შედგენა, რომელნიც ცხელისუფლების დაკვეთით ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ

ოპოზიციის წევრები განცხადებით, მათ ორ სიაზე უნდა იმუშაონ. პირველ სიაში გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკურად დევნილები. ხოლო მეორე სიაში, კი ე.წ. ჯალათები, პოლიტიკური დევნის განმახორციელებლები მოიყრიან თავს

ფართო ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გამართული კონსულტაციების შემდეგ, მედიისთვის ცნობილი გახდა “ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერის ვინაობა, რომელიც სიაში მოხვდა და რომელთა მიმართაც ხელისუფლების ოპონენტები სანქციების ამოქმედებას ითხოვენ.

სიის თავშია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ოპოზიციის თქმით, ყველა უკანონო გადაწყვეტილების გამცემია, სხვა მაღალჩინოსნები კი მას უსიტყვოდ ემორჩილებიან.

“შავი სიის” მეორე ნომერია პრემიერი გახარია, მესამე – სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი – ანზორ ჩუბინიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე და მოსამართლკე ვალერიან ფილიშვილი.

ოპოზიცია ითხოვს, ჩამოთვლილ ადამიანებს პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტი შეეზღუდს. ამასთან ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნაა სანქციები დაწესდეს ფინანსებთან დაკავშირებითაც. ოპოზიცია საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს.

როგორც უკანონო დავალებების შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სია ისე ფ რეჟიმის მსხვერპლთა სიაც საბოლოოდ საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნებათ. დოკუმენტი ოფიციალურ სახეს 2020 წლის 8 იანვარს გახდება.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...