მთავარისიახლეებიპოლიტიკაყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

Published on

  ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით,  ბრალდებულები დიპლომების სანაცვლოდ მოქალაქეებს 3500 აშშ დოლარს სთხოვდნენ. მათი დაკავება თანხის გადაცემის დროს მოხდა.
   „გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ იბერიას დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გასაღების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის ყალბი დიპლომები, რომლებიც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ-სა და მის თანამზრახველზე გაასაღეს.  გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3  წლამდე,“ – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ.
 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...