მთავარისიახლეებიპოლიტიკა„გირჩი“ გუგა ჩაფიჩაძემ დატოვა

„გირჩი“ გუგა ჩაფიჩაძემ დატოვა

Published on

    ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრი გუგა ჩაფიჩაძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გირჩის „მთაწმინდის“ ოფისს ხელმძღვანელობდა, აქტიური პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ განცხადება ფეიბუკზე თავად გიგა ჩაფიჩაძემ გაავრცელა. მისი თქმით ის პარტიიდან წასვლის მიუხედავად „გირჩის“ მხარდამჭერად რჩება:„მეგობრებო, გადავწყვიტე, ჩამოვშორდე აქტიურ პარტიულ საქმიანობას. შესაბამისად, ვტოვებ გირჩს.ვრჩები გირჩის მხარდამჭერად და მჯერა, რომ გირჩს ყველაზე თანმიმდევრული და გამართული პროგრამა აქვს. ვრჩები ზურა ჯაფარიძის და სხვა გირჩების მეგობრად.ვაპირებ ჩემი დრო და ენერგია სხვა სფეროში დავხარჯო და განსხვავებული სივრცეებიდან ვიბრძოლო ამ იდეებისთვის. შესაბამისად, დღეის შემდეგ, ჩემი ყველა სიტყვა ექსკლუზიურად ჩემი პოზიციაა და არა გირჩის.ერთად გატარებული დროისთვის დიდი მადლობა ყველა გირჩელს და გირჩის ყველა მხარდამჭერს. პატივისცემით, მე“- წერს გუგა ჩაფიჩაძე.
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...